Saturday, April 21, 2012

ორმაგი "მე" (8)


   შემოვტრიალდი და წამოვედი. დიკოც მე გამომყვა.თვალიდან რამდენიმე ცრემლი ჩამომიგორდა, მაგრამ უცებვე დავწყნარდი და ცრემლები სახიდან მოვიშორე. სახლში არ წავსულვართ! იქ დათოს ფართი იყო..არ ვიცი მივიდა არ მივიდა, საერთოდ რა გააკეთა!.. მე და დიკო ჩვენს უსაყვარლეს ადგილზე წავედით...ის პარკი მიტოვებულივით იყო..იქ არავინ დადიოდა.. მარის დავურეკეთ(ჩემი ერთი ახლო მეგობარია)..ისიც მალე მოვიდა...
- გოგო შენს გვერდზე ფოტო ვნახე! ეს რა იყო.. : 0
- უკვე ყველამ იცის? განცვიფრებულმა დიკომ კითხა მარის...
- ხო..ყველა დათოს აღსასრულზე და JiJi-ს გატეხილ გილზე ლაპარაკობს...
- აუ მე მაგისი დედაც ******* მაგისი სახელი ვაფშე აღარ მიხსენოთ!
- ბოდიში! ეს მიპასუხეეს ორივემ და ყველა გავჩუმდით!
   ვიჯექით და ვფიქრობდით! ორივემ იცოდა როგორ ვერ ვიტანდი იმ დროს ლაპარაკს, როცა ვინმეზე ან რამეზე გაცოფებული ვიყავი. ერთი-ორჯერ თავის მოკვლის იდეა გამოჩნდა.." წამლის დიდ დოზას გავიკეთებ და სულ ეს იქნება... JiJi გადაჭარბებული დოზით მოკვდა! მაგრამ არა რა სისულელეებზე ვფიქრობ! 1.ყველას გულს ვატკენდი.. 2.ბევრი რამ კიდევ მისაღწევი მაქვს!" სწორედ ამ დროს ამომიტივტივდა თავში ამერიკის კონტრაქტი. ყველაფერი ჩემს თანხმობაზე იყო დამოკიდებული, რადგან მხოლოდ გიტარისტი კი არა, ჯგუფის პროდუსერიც ვიყავი..კინტრაქტზე ყველა თანახმა იყო..ხოდა ხელს მივაწერდი და ეს იქნებდა..დავტოვებდი ამ ქვეყანას, რომელშიც ამდენი ტკივი იყო! იქ ვერც დათო მომაგნებდა და არც მე მექნებოდა მასზე ფიქრის დრო..თან მეცოდინებოდა, რომ რამდენიმე ათასეული მილის იქით იყო! მართალია სიყვარულს საზღვრები არ აქვს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ პრობლემებს ასე მაინც მოვაგვარებდი...უცებ წამოვხტი, გოგოებიც მიმიხვდნენ, რომ რაღაც მოვიფიქრე, სახლისკენ გავიქეცი და ბარგი ჩავალაგე.ყველა ჯგუფის წევრს დავურეკე და დარბაზში შეხვედრა ვთხოვე. ნახევარ საათში ჩემი გადაწყვეტილება ჯგუფისთვის უნდა გამეცნო...
   როგორც იიქნა დარბაზამდე მივაღწიე. სამივე ერთად შევედით(მე, დიკო და მარი), უველა იქ დაგვხვდა, ასე, რომ საუბარი უცებვე დავიწყე..
- პროვეეტ! ესეიგი აქ რატო მოგათრიეთ! თანახმა ვარ ყველა ჩვენგანის ოცნება ავასრულო და ამერიკის კონტრაქტს ხელი მოვაწერო.. : )
- მართლა ? (ყველა ერთად)
- კი. ასე, რომ სასწრაფოდ ბარგი ჩაალაგეთ! ამერიკა გველოდება! : )
- მაგარია, მარა ოჯახებიი? : ( (დრამერკა)
- როგორც კი იქ ჩავალთ და დავბინავდებით, მათაც იქ ჩავიყვანთ რა...
- მაგარი იდეაა! (ელენე)
- მეც მომწონს(ჯეი)
- ჩვენც! (დიკო, მარი ბონი)
- მაშინ სახლებში დავახვიეთ და ბარგი ჩავალაგეთ ! : )
- წავედიით ! ვუუუ ! (ყველა ერთად გაჰკიოდა!)

No comments:

Post a Comment