Monday, April 2, 2012

ორმაგი"მე"(4)


  ორმაგი „მე“(4)

-         როგორც უკვე ყველამ გაიგეთ, მე ამ გადაცემის მთავარი ჟურნალისტი ვარ!   JiJi-სა და და ერთ უბრალო გოგოს შორის რაღაც მსგავსება ვიპოვე. ამ გოგონას დავუახლოვდი, მის კლასში გადავედი, ბოლოს სიყვარულიც ავუხსენი და პასუხი მივიღე იმ კითხვაზე, რომელზეც 2 წელია პასუხს ვეძებ!(დათო)
-         გეხვეწები არ თქვა! გთხოვ!(მე)
-         იტყვის აბა რა იზამს! ნაგავი!(დიკო)
-         გთხოვთ ის ფოტო გაუშვათ, ცოტა ხნის წინ რომ გადმოგეცით!(დათო)
 უცებ ეკრანზე მერის ფოტო გავიდა! გავმწვანდი! მისი მოკვლა მინდოდა!
-         ახლა კი თუ შეიძლება, რომელიმე JiJi ფოტო. თუ კარგად დააკვირდებით ნახავთ მსგავსებას! ახლა კი ვიდეო გაუშვით გთხოვთ!(დათო)
  ჩემს ოთახში გადაღებული ვიდეო გავიდა! ყოველი წამი იყო აღბეჭდილი, თუ როგორ „გარდავიქმნებოდი“ JiJi-დ.
-         აუ ამან ოთახში კამერა დაგიმონტაჟა? (დიკო)
-         არ ვიცი! უკვე აღარაფერი არ ვიცი!(მე)
   უცებ ტირილი ამიტყდა, დიკო კი ჩემს დაწყნარებას ცდილობდა!

    უცებ ადგომა და გაქცევა დავაპირე, მაგრამ როგორც კი ავდექი გილი წამივიდა! თურმე საავადმყოფოს პალატაში ამომიყვია თავი.
   გარშემომყოფთა საუბრებიდან მხოლოდ ეს სიტყვები მესმოდა: „საავადმყოფიში როგორ მოხვდა?!“ მართალია გამეღვიძა მაგრამ ყველას უგონოდ ვეგონე. მათი არც ერთი სიტყვა აღარ მესმოდა, ვერ ველაპარაკებოდი, მათ სილუეტებსაც კი ვერ ვხედავდი! მხოლოდ წყვდიადი იყო, საზარელი სიბნელე!
   მინდოდა მეკივლა რა მჭირს მეთქი, მაგრამვერ ვკიოდი!უცებ დავწყნარდი და მხოლოდ მათი საუბრის მოსმენა შევძელი, ამოსახულებებს კი ისევ ვერ ვხედავდი:
-         ექიმო რა სჭირს? (მთელი ხმით გაჰკიოდა დიკო.)
-         კომაშია!(ალბათ ექიმი)
-         გონს როდის მოვა?(დიკოს კივილი ტირილმა შეცვალა.)
    გული მეტკინა, რომ ჩემს გამო ასე იტანჯებოდა!
-         იმისი ბრალია! სულ იმისი ბრალია! ყველაფერი იმის ბრალია!(დიკო ისტერიკაში ჩავარდა!)
-         მართლა არ მინდოდა!(ეს ხავერდივანი ხმა! დათო აქ იყო!)
-         არ გინდოდა? რომ არ გდომოდა საჯაროდ მის ვინაობას არ გამოაცხადებდი!(დიკო)
-         არ მეგონა ასე თუ განიცდიდდა!(დათო)
-         არ გეგონა? შენ რას იზავდი ეხლა მის ადგილზე , რომ იყო, გონს, რომ მოსულიყავი და შენი პალატის წინ თავმოყრილი დაახლოებით 30 პაპარაცი, რომ დაგენახარ? რომ დაგენახა ასეთ მდგომარეობაში ფოტოებს გიღებენ!(დიკო)
     ანუ აქ პაპარაცების მთელი არმია იყო და კომაში მყოფს ფოტოებს მიღებდნენ? ვოცნებობდი სულ 2 წუთით მაინც გამოვფხიზლებულიყავი, რომ ყველა კარგად ჩამესისხლიანებინა!
-         რომელ ადამიანს არ გაუხარდება ვარსკვლავობა?(დათო)
-         JiJi-ს! (დიკო)
     ყველა ჩუმად იყო. არ ვიცი ისევ მე დავკარგე სმენა თუ ყველა გაჩუმდა, მაგრამ ის  ნამდვილად ვიცი, რომ არაფერი არ მესმოდა!
    რამდენიმე დღე ასე ვიყავი. საშინელებაა, როცა ვერაფერს ამბობ, არავისი არ გესმის, ვერავის ხედავ!
     უცებ ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი. ჩემდა უნებურად ბოლო ხმაზე ვიკივლე და თვალები დავჭყიტე. ეს იყო ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ჩხოვრებაში! რეალურ სამყაროს დავუბრუნდი! აღარსად ანდა წყვდიადი, საზარელი სიბნელე. უცებ სიცილი ამიტყდა. ყველა გაკვირვებული მიყურებდა. მხოლოდ დათო მიხვდა რატომ ვიცინოდი და მასაც სიცილი აუტყდა! ყველა გაშტერებულები გვიყურებდა. როგორც იქნა დავწყნარდი. დათო ჩემთან მოვიდა:
-         როგორ ხარ?
-         ...
-         ვიცი, რომ ჩემზე ძაან გაბრაზებული ხარ, მაგრამ გთხოვ მაპატიე. მეგონა შენთვის ასე უკეთესი იქნებოდა. აღარ მოგიწევდა დამალვა!
-         ფარს ისტორიებს ნუ თხზავ! შენ JiJi-ს love-ს სტატუსი ძალიან მოგეწონა და ამიტომაც გამთქვი.
-         მართალია!(თავი ჩაღუნა)
-         და მაშინაც მართალი ვიქნები ხო როცა შენთან ურთიერთობას აღარ მოვინდომებ?
-         გთხოვ ამას ნუ გამიკეთებ!
-         მე კითხვა დავსვი!
-         ხო მართალი იქნები! ეხლა კმაყოფილი ხარ?
-         კი!
ოთახიდან ისე გავარდა გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ამ დიალოგის.
სხვა თემაზე გადავერთე. გვერდით დედა ექიმს ელაპარაკებოდა ჩემი გამოწერის თაობაზე:
-         როდის შეძლებს სახლში წამოსვლას?
-         ალბათ არანაკლებ 4 დღეში.
-         რაა? 4 დღეზე მეტი ხანი აქ უნდა გავატაროო?(ჩავერთე საუბარში)
-         თუ ჩემს გამოწერილ წამლებს ზუსტად ისე მიიღებ როგორც დაგინიშნავ გპირდები 3 დღეში გაგწერ!
-         ორში.
-         სამში!
-         ორში და ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვით.
-         კარგი ასე იყოს! : )
   იეს! ორ დღეში სახში წავალ!

No comments:

Post a Comment