Monday, April 2, 2012

ორმაგი"მე"(3)

                    ორმაგი „მე“(3)

   ვაიმეეე! მერე რა ვქნა როცა გაიგებს, რომ მერი და JiJi ერთი და იგივე პიროვნებაა? ალბათ საერთოდ ჩემს დანახვას აღარ მოინდომებს! არა ამას ვერ გადავიტან! ამით ხომ იმ ბიჭს დავკარგავ, რომელიც უზომოდ მიყვარს და მეგობარს, რომელიც.. უბრალოდ მეგობარს! : D არა ამას ვერ ვეტყვი! : (
საღამის კარზე ზარია.
-         JiJi დროზე გამიღე!
-         მოვდივარ!
-         გოგო ჯერ ჩაცმულიც არ ხარ?! იცი რომელი საათია?
-         რომელი?
-         7
-         ვაიმე კონცერტი! კლუბი!
-         ხო კონცერტი და კლუბი! დროზე ჩაიცვი!
-         ხო ეხლავე!
               ზუსტად 10 წუთში მზად ვიყავი არადა „JiJi“-დ გადაქცევას მინიმუმ 40 წუთი ვუნდები ხოლმე!
                კონცერტმა კარგად ჩაიარა. კლუბში ნახევარი საათი დებილივით ვიჯექი, მის გამოჩენას ველოდი. დათო მოვიდა. უცებ ყველაფერი გადამავიწყდადა გადავწყვიტე მისთვის სიმართლე მეთქვა, მაგრამ უცებ საცეკვაოდ გამიყვანა. სახეზე ისეთი ბედნიერება ჰქონდა აღბეჭდილი უცებ გავშეშდი. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი. უბრალოდ ვიდექი და ვუყურებდი!
-         JiJi! რა დაგემართა?
-         ააა! არაფერი! რაღაცაზე ჩავფიქრდი!
-         კაი! ეხლა რაგაც უნდა გითხრა!
-         რა?
-         ლამაზად ლაპარაკი არ მეხერხება განსაკუთრებით სიყვარულის ახსნა..
-         მოიცა რაზე მელაპარაკები?(გული გამიჩერდა! ნუთუ უნდა ეთქვა მიყვარხარო?!)
-         რაზე და ერთი გოგო ძაან მომწონს.
-         მერე?
-         რა და უნდა მიშველო!
-         როგორ? : )
-         როგორ და მითხარი როგორ ვითხრა „მიყვარხარ“-თქო?
-         როგორ და პირდაპირ! სადმე დაპატიჟე, მერე უთხარი სიყვარულის ახსნა არ მეხერხება თქო და უბრალოდ გეტყვი რა, რომ მიყვარხარ-თქო!
-         მადლოობ!
-         არაფერს.
უცებ გაიქცა! ზუსტად 1 წუთში მერის ნომზე ზარია! დათო! ნუთუ მერი შეუყვარდა? არა არ არსებობს!
-         ალო!
-         მერი! როგორ ხარ? დათო ვარ!
-         კარგად დათ შენ?
-         მეც კარგად. რაღაც უნდა გთხოვო.
-         გისმენ!
-         არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
-         ახლა?
-         არ ვიცი! თუნდაც! ან როცა იტყვი!
-         მოდი მე დაგირეკავ როცა სახში უნდა ამომაკითხო კაი?
-         კაი. იცოდე შენს ზარს ველოდები!
-         კაი შეხვედრამდე!
-         კარგად!
         სასწრაფოდ დიკოსთან ერთად კლუბიდან გავვარდი. სახლში ავედით! მაკიაჟი მოვიშორე, თმა დავიწენი, გამოვიცვალე. ამჯერად ჯინსის “გალიფე“ და მაისური ჩავიცვი. ბრეკეტებიც გავიკეთე, მაგრამ სათვალე არა! უსათვალოთ უბრალო გოგო ვიყავი სათვალით კი-ნამდვილი ურჩხული!
 დათოს დავურეკე და 10 წუთში კარზე ზარია!
       კარი გავაღე და მომღიმარი დათო დავინახე. სახე გამიბრწყინდა, მაგრამ უცებვე სერიოზული სახე მივიღე.
-         შემო!
-         მადლობ! აბა სად წავიდეთ?
-         რავი სადაც გინდა.
-         კაი მაშინ ერთ ძაან მაგარ კლუბში წაგიყვან.
-         არა! ოღონდ კლუბი არა!
-         რატო?
-         უბრალოდ არა!
-         კაი მაშინ კაფეზე რას იტყვი?
-         კაფე ჯობია!
-         კაი. წამო.
  სახლიდან გავედით. დათომ თავის უსაყვარლეს კაფეში წამიყვანა. წვენი და ნამცხვარი უცებვე მოგვიტანეს. დათომ კი საუბარი დაიწყო:
-         რაღაც უნდა გითხრა.
-         გისმენ.
-         აუ არ ვიცი როგორ გითხრა!
-         პირდაპირ!
-         მომწონხარ!
-         რაა? არ მჯერა!
-         რატო?
-         როგორ შეიძლება ჩემნაირი გოგო მოგწონდეს?
-         მშვენივრად!
-         თან შენ ხომ მითხარი JiJi მომწონსო?!
-         კი, მაგრამ ის პოპულარულია, ლამაზი, მაგრად აცვია! მაგრამ მაინც შენ უფრო მომწონხარ!
-         დათო შენ არაფერი არ გესმის!
-         რაზე ლაპარაკობ?
-         წამომწევი!
    10 წუთში ჩემი სახლის კართან ვიდექით.
     -  მზად ხარ ეს ნახო?
     -  ვერ ვხვდები რაზე მელაპარაკები!
     -  ეხლა მიხვდები!
ჩემი ოთახისკენ გავუძეხი. ოთახში შევედით. ჩემი სარკის წინ დავჯექი. გვერდით მიყუდებული ჩემოდანი ავიღე. უცებ მოვიხსენი ბრეკეტები, დავიშალე თმა,თმაზე მწვანედ შეღებილი ხელოვნური თმის ზოლები მივიბი. მანიკური და მაკიაჟი გავიკეთე. ზუსტად 15 წითში უკვე JiJi ვიყავი.
-         არ არსებობს!
-         არსებობს. კიდევ გინდა ჩემთან ურთიერთობა?
-         არა!!!
-         ასეც ვიცოდი! : ((
   უსიტყვოდ გავარდა სახლიდან მე კი რა თქმა უნდა ტირილი დავიწყე! მთელი ღამის განმავლობაში საერთოდ არ მძინებია!
   მეორე დღეს სკოლაში არ წავსულვარ. ეს პირველი შემთხვევა! დიკუნამ რაღაც მოწვა. სკოლიდან მასწავლებელს გაენთავისუფლა და ჩემთან მოვიდა.
-         გოგო რა დაგემართა?
-         ყველაფერი ვუთხარი!
-         რა უთხარი და ვის?
-         დათოს ვუთხარი ყველაფერი JiJi-ზე.
-         მერე რა გითხრა?
-         არაფერი ისეთიი! უბრალოდ შენთან ურთიერთობა აღარ მინდაო და გავარდა!
-         იდიოტი! კაი დამშვიდდი! ეხლა წამო  რამე გადაცემას ვუყუროთ და გული გადავაყოლოთ.
-         კაი. აუ კაკრას ეხლა ჩემი საყვარელი გადაცემა გადის live-ში.
-         წამო ვუყუროთ!
 დივანზე მოვკალათდით და ტელევიზორი ჩავრთეთ. ჩემს საყვარელ შოუზე გადავრთე და უცებ, წამყვანისტუმარს აცხადებს!
-         ნაგავიიიი!
-         მოიცა ამას აქ რა უნდა?
-         ალბათ იმის თქმას აპირებს, რომ JiJi და ვიღაც შკოლნიკი მერი ერთიდაიგივე ადამიანია!
-         აუ არა რა! ოღონდ ეს არა! გთხოვ დათ არ გამწიირო!
წამყვანმა საუბარი დაიწყო:
-         აბა დათო რა ახალი ამბავი გაქვს Mad Fire Lovers-ის გიტარისტზე?(წამყვანი)
-         ოოო!ეს მართლა გაგაკვირვებთ!(დათო)
-         ვააუ! გისმენთ!(წამყვანი)

No comments:

Post a Comment