Monday, April 2, 2012

ორმაგი"მე"(2)


                                       ორმაგი „მე“(2)
-         მერი გაიღვიძე!
-         აუ დე კიდე ცოტა ხანი ვიწვები რა დეე!
-         მერე მაკიაჟის მოშორების დრო აღარ გექნება!
-         ვაიმე მაკიაჟი! როგორ მოვიშორო? ლაქებად დამეტყოობა!
-         ჯერ ჩამოიბანე მერე თეთრი ტონალურით დაიფარე შავი ლაქები!
-         კაი.

     სააბაზანოში შევედი. მაკიაჟი ჩამოვიბანე და თეთრი ტონალურიც წავისვი. ნამდვილი მკვდრის ფერი მედო! სხვა რა გზა მქონდა? რითი ამეხსნა მაკიაჟის შავი ლაქები? უი იცით მე JiJi ვარ და გუშინ კლუბიდან ისეთი დაღლილი მოვედი მაკიაჟის მოშორება დამავიწყდა თქო? 
     შემდეგ კლარადა გამოვაღე კომბინიზონი და რაღაც საზიზღარი ტუფლები გამოვიღე და ცავიცვი. თმა დავიწენი, კბილებზე ბრეკეტები გავიკეთე და რაღაც საზიზღარი სათვალე გავიკეთე რომელიც 30-იანი წლების იყო მემგონი! პირველ სართულზე ჩავედი, ჩანთა ავიღე,  დედას და მამას დავემშვიდობე და სკოლაში წავედი.
     სკოლაში, რომ შევედი არცერთი ჩემი კლასელი არ იდგა კარებთან ჩემს დასაცინად. ეს ძალიან გამიკვირდა. საკლასო ოთახში ავედი და ყველა ერთად შეჯგუფებულიყო. მათ შორის კი ვიღაც ბიჭი იჯდა, როგორც ჩანს ახალი მოსწავლეა. ხელში გიტარა ეკავა და ჩემს უსაყვარლეს სიმღერას „I Will Kill Myself“-ს მღეროდა. სიმღერას, რომ მორჩა, ასეთი ფრაზა დაამატა: -ეს ჩემი და JiJi-ს უსაყვარლესი სიმღერაა. მაშინვე მივხვდი ვინ იყო ის გიტარიანი ბიჭი რომლის სახეც არ ჩანდა . დათო . კლასში ყველა ბრავოს კიოდა. უცებ დიკუნა ჩემკენ გამოიქცა, მთელი ბრბო მისკენ შებრუნდა და ბრავოს ყიჟინი „ფუ“-ს ყიჟინით შეიცვალა. უკანა მერხიდან კი რომელიღაც ბიჭის შეძახილი გავიგონე: - ფუ ამან ყველაფერი რო არ ცაგაშხამოს ადამიანს ხომ არ შეიდზლება? 
     დიკუნა ყურში მიჩურჩულებდა: - ყურადღება არ მიაქციო გახსოვდეს ვინ ხარ და რას წარმოადგენ. მთელი 3 წლის შრომას წყალში ნუ ჩაყრი!
            უცებვე დავწყნარდი. ჩემი ადგილი დავიკავე, მაგრამ ჩემი მერხის გვერდით დიკუნას ჩანთა არ იდო. ის ვიღაც სხვისი იყო. უცებ ქეთიმ ბოლო ხმაზე იკივლა:
-         ვიზიარებ დათო!(ქეთი)
-         იზიარებ? ეხლა დაზატკნისდით ყველა! პროსტა მე რო გავიგო ამ გოგოს ვინმე რამეს უხეშად ეუბნება გავუერთიანებ თავ ყბას გაიგეეთ?(დათო)
-         მადლობ მაგრამ შენი დახმარება არ მჭირდება რაა!(მე)
    არ ვიცოდი რა მექნა, უბრალოდ გავბრუნდი და კლასიდან გავედი. ამასობაში ზარიც დაირეკა. მასწავლებელს დერეფანში შევეჯახე და ვთხოვე გარეთ დავრცები თავს ცუდად ვგრძნობ მეთქი. ისიც დამთანხმდა. ზუსტად 5 წუთში გარეთ დათო გამოვიდა:
-         ბოდიში რა არ მეგონა რომ გეწყინებოდა!
-         არ მიცნოობ და საიდან გეცოდინებოდა?!
-         როგორ არ გიიცნოობ!
-         რაა?(გავლურჯდი ,გავმწვანდი თუ გავწითლდი არ ვიცი, მაგრამ გული ამიჩქარდა თითქოს ეხლა საგულედან ამოხტებაო. ნუთუ მთელი 3 წლის შრომა წყალში ჩამეყარა?!)
-         შენმა კლასელებმა გამაცნეს  შენი თავი სანამ მოხვიდოდი. ისე არც ისეთი ურჩხლი არ ხარ როგორიც აღგწერეს!
-         ნუ იტყუები!
-         არ ვიტყუები!
-         კი იტყუები!
-         არა გეფიცები!
-         კი!
ორივეს სიცილი აგვიტყდა მაგრამ უცებვე დავსერიოზულდით. სიჩუმე მე დავარღვიე:

-         Mad Fire Lovers-ის ფანი ხარ?
-         შესაძლოა ასეც ითქვას?
-         შესაძლოაა?
-         ხო..JiJi საშინლად მომწონს, Jei  ჩემი ძველი მეგობარია, Bonnie მაგარ სიმღერებს წერს, Diko თურმე ეხლა ჩემი კლასელი ყოფილა, Elene და Drumerka პირველად გუშინ ვნახე, არა პრინციპში Jei-ს გარდა ყველა გუშინ ვნახე პირველად მარა მაინც!
-         ვაუ. გაგიმართლა.
-         ჰო. შენც გიყვარს Mad Fire Lovers-ის შემოქმედება?
-         კი, ძალიან. განსაკუთრებით სიმღერა I Will Kill Myself .
-         შენ ეგ სიმღერა მოგეწონებოდა. ისე არც შენ გაწყენდა თვითმკვლებობა!
-         ...(თავი ჩავქინდრე. სიმართლე გითხრათ მეწყინა მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რეალობაში საყვარელი ვიყავი.)
-         კაი გოგო ვღადაობ არ გეწყიინოს რაა!
-         არა!
     თურმე უკვე 40 წუთი გასულა.. ზარიც დაირეკა...


25.05.12 .... ასე არავის არ დამეგობრებია“მერი“! ნეტა დათო რატო დაუმეგობრდა?

ბევრი რამე, რომ გაიგოს მასზე ეკაიფოს სხვებივით?! არა უარესად?! არა ამას ვერ გადავიტან!
    უცებ კარზე ზარია!
-         მოვდივარ!... დათო?
-         ვაუ. სათვალე არ გიკეთია?! არც ბრეკეტები?!
-         მმმ.. (ვაიმეე რა ვთქვა აუ იცი რაJiJi-დ გადაქცევას ვაპირებდი და შენ შემოხვედი?) ხო შხაპი მივიღე და ეხლა ვაპირებდი ბრეკეტების ჩასმას! შენ აქ რას აკეთებ?
-         უბრეკეტოთ და უსათვალოთ უფრო საყვარელი ხარ! რას ვაკეთებ  და შენ მოგაკითხე!
-         ვერ მივხვდი!
-         რას ვერ მიხვდი?
-         შენც რატომ არ ამითვალწუნე?
-         იმიტომ, რომ მე სხვა ვარ! ისეთი ნაგლი ნაღდად არ ვარ როგორიც შენი კლასელები არიან!
-         იმედია!
-         რა იყო ეჭბი გეპარება?
-         არა : )
-         : )
-         ყავას ან ჩაის ხო არ დალევ?(აბა რა მეკითხა მარტინი დაგისხა თუ ვისკი თქო?)
-         ყავას.
-         კარგი.
-         მადლობ.
-         არაფერს.
-         არ გინდა საღამოს კლუბში წამომყვე?
         ვაიმე რა ვქნა ღმეერთო? დღეს ხომ JiJi ჯგუფთან ერთად იმ კლუბში მიდის სადაც ყოველთვის დათოა!
-         არა! უფრო სწორად ვერა!
-         რატო? მაგრად გავერთობით!
-         ვიცი, მაგრამ არ მცალია! მმ.. ფიზიკა მაქ სასწავლი! თან ძველი მასალაც უნდა გავიმეორო თორე უკვე მავიწყდება. თან ხო იცი ჩამთვის სწავლა პირველ ადგილზეა!
-         კაი მაშინ სხვა დროს იყოს!
-         კარგი.
-         კარგი ეხლა მე წავედი და ხვალ გნახავ ok?
-         Ok

No comments:

Post a Comment