Friday, March 30, 2012

რას გვერჩიან?

   აუ რას გვერჩიან? ვინ? : D ვინ და ე.წ. ძველი თაობა! 60-ს გადაცილებული ხალხი! კი ვიცით, რომ მაშინ სხვა დრო, იყო ახლა კი-სხვაა, მაგრამ არ შეიძლება ხელი შეგვიწყონ და გაგვიგონ? ალბათ შეუძლიათ, მაგრამ ამას არ აკეთებენ..ფიქრობენ, რომ მათ დროს იყო ყველაფერი სწორად, ახლა კი ყველაფერი "გადატრიალდა!" არაფერიც არ გადატრიალებულა და არც ჩენ ვართ ცუდები! არც ჩვენს მშობლებს და არც მასწავლებლებს არ მიუძღვით დანაშაული იმაში, რომ ბებია-ბაბუები ვერ გვიგებენ! მოვიყვან მაგალითს:
   დღეს სკოლიდან ავტობუსით წამოვედი... 2 სკოლის 8 კლასები მუზეუმში მიდიოდნენ და სადღაც 20 ბავშვზე მეტი ავტობუსში ამოვიდა... რა თქმა უნდა ენა არცერთს არ გაუჩერებია.. არც მე ვაჩერებ ხოლმე როცა მეგობრებთან ერთად სადმე  მოვდივარ!.. ამაზე ატეხეს აყალ-მაყალი და დაიწყეს კივილი:"ამათ ვინ ზრდის საერთოდ!წამიღეს ტვინი! ან მშობელი არ ყავთ? ან მასწავლებელი? ვერ ასწავლეს ავტობუსში ჩუმად, რომ უნდა იჯდნენ?"
   შეიძლება მე ვერ ვხედავ მათი თვალით ჩვენს ქცევებს, ან ჩემზე საერთოდ აღარ მოქმედებს ეს ლაპარაკები, იმიტომ, რომ მეც ისევე "ვჭორაობ", მაგრამ ვიცი ერთი მათ არ უნდათ , რომ გაგვიგონ! ამაში დარწმუნებული ვარ!

გოიმობა?

როგორც ვიცით თბილისში გახშირდა სიტყვა "გოიმობა"-ს ხმარება...და მაინც რა არის გოიმობა? ვინმეს შეგიძლიათ მითხრათ? არსებობს რამე გაწერილი კანონი, რომელიც ამბობს, რომ ეს, ეს და ეს გოიმობებია? ქართველები გოიმებს ვეძახით ჩხეიძის ფანებს,  არადა ხანდახან ჩვენც ისე კარგად ვუსმენთ როგორც დაგიბარებიათ!.. არ არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელსაც 2-ზე მეტჯერ ჩხეიძის სიმღერა მოსმენილი არ აქვს.. მეც ვაღიარებ, რომ მოსმენილი მაქ.. თუ არ მოვუსმენ როგორ უნდა გავიგო მომწონს თუ არა.. ნამდვილად არ არის ჩხეიძის ფანობა დასამალი.. კი მართალია ცოტას "The Dzersk Narodee" მიგაკაიფებს და ეგაა... ზოგს ძალიან ზედმეტიც მოსდის იმის ძახილში, რომ ვინც ჩხეიძეს უსმენს ის გოიმია..( ლაპარაკი არ მაქვს მხოლოდ  ჩხეიძეზე, უბრალოდ მაგალითად მოვიყვანე... ) ერთი ორჯერ მეც დამიძახეს გოიმი იმისი გულისთვის, რომ ვუსმენ Punk და Hard Rock-ს და არა  Justin Bieber-ს.. და ვინმემ გამაგებინეთ თუ როკს უსმენ ესეიგი გოიმი ხარ? : D ამ ხალხის იცით რა ვერ გამიგია? ის, რომ რაც "The Dzersk Narodee" -ს არ მოეწონება იმას გოიმობად რატომ თვლიან? თუ არა მაშინ რატომ ვემორჩილებით ამ დეგენერატი ტუჩებპრუწია ხალხის პრიკაზებს? მე თუ მკითხავთ იცით რა არის გოიმობა? სწორედ ის ტუჩებპრუწიაობაა გოიმობა და არა ჩვეულებრივობა! იმედია  "The Dzersk Narodee" -ს, რომელიმე წევრი ამ სტატიას შეურაწყოფად არ ჩამითვლის.. ანდა ჩამითვალეთ მე რა? მართლა გოიმებიი ხართ და რა ჩემი ბრალია?! : D



      ეს ჩემი აზრია ასე, რომ ვერავინ დამადანაშაულებს ასე რატომ ფიქრობო!

აღსარება.. : (

   სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღსარებას ვწერ, რაც აქამდე არასდროს დამიწერია... ეს აღსარება ეხება ერთ გოგონას(არ დავკონკრეტდები), რომელიც დასავით მიყვარდა... 
   ყველაფერი ახალ სკოლაში გადასვლით დაიწყო. ახალი კლასელები, ახალი გარემო... ყველაფერი ახალი...პირველსავე ამ გოგოს დავუახლოვდი და ძალიან შემიყვარდა... სექტემბრიდან მარტის დასაწყისამდე დებივით ვიყავით, რომლებიც მუდამ განუყრელები არიან...ერთმანეთის გარეშე 1 საათიც კი ვერ ვძლებდით...როცა ვერ ვხედავდი ტელეფონზე ვეკიდეთ, მაგრამ როგორც ხედავთ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა...მიზეზი კი როგორც ყოველთვის ბიჭია...ყოველ შაბათ-კვირას ბებიასთან დავდივარ.. იქ ერთი ძაან საყვარელი, მწვანეთვალება ტიპი გავიცანი... თავიდანვე მაგრად დამევასა... იმასაც მაგრად მოვწონდი... რა თქმა უნდა ჩემს"დას" ამის შესახებ ვუთხარი...მანაც არ დააყოვნა და ამ ბიჭს მიწერაა..ესე ნელ-ნელა კერავდა, მაგრამ ვერ დაკერა : D... დღემდე წერს და ეჩალიჩება იქნებ დავკეროო.... მე და ის გოგო ერთმანეთისგან ისე განვსხვავდებით, როგორც ვაშლი და შოკოლადი : D (ცოტა ცუდი შედარებაა, მაგრამ სამართლიანი)... მე თეთრი ვარ, ის-შავგვრემანი, მე თაფლისფერი თვალები მაქვს, იმას-შავი, მე მაღალი და გამხდარი ვარ, ის-ტანდაბალი და პუტკუნაა? რაღაცა ეგეთი,უფორმო : D თავის ქებაში არ ჩამომართვათ, უბრალოდ რეალისტი ვარ და ჩემს ნაკლებსაც ვხედავ და იმასაც ვხვდები ვჯობივარ იმ გოგოს თუ არა!.. ამას ჩემმა დაქალმა მიმახვედრა სიტყვებით: "მასთან ურთიერთობის მერე გაძერსკდი, გეუბნებიი ეგ ძაან მაგარს გაძერსკებს! ძველი მერი აღარ არსებობს!" ამ სიტყვების გაგონებიდან 2 საათში დავწერე სიღერა, რომლითაც ბოლო მოვივუღე მასთან ურთიერთობას... ახლა ვცდილობ ნელ-ნელა, შეუმჩნევლად დავცილდე, რომ არაფერს მიხვდეს... ვიცი თუ მიხვდა ისევ ჭაობისკენ წამათრევს... პირველი ფოტოც მისი ჩემდამი ურთიერთობის ამსახველია...
 აი ასეთი კი მე დავრჩი, მაგრამ მჯერა, რომ მარი მიშველის და გამომიყვანს ამ სიტუაციიდან...
   მემგონი ლაპარაკით თავი მოგაწყინეთ ხოო? : D აღარ მინდა "დაგგრუზოთ"..არც ის მინდა მე "დავიგრუზო"... ასე, რომ მომავალ შეხვედრამდე შემდეგ სტატიაში! : )

ჩემს შესახებ.. : ) by_JiJi

   Hi all. ჩემი სახელია მერი, მაგრამ მეგობრების უმეტესობა მეძახის JiJi-ს. ვარ 14 წლის,ვგიჟდები სკეიტბორდზე, ვარ როკერი, მყავს ბენდი და ვწერ სიმღერებს!


   მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, მაგრამ სამწუხაროდ არცერთს (არცერთს კი არა ვერცერთს) ვერ აღვიქვამ საუკეთესო მეგობრად, რომელსაც ჩემზე ყველაფერი ეცოდინება და ა.შ


   ამ ბლოგის დაწერაში ჩემი მეგობარი მარი მეხმარება , რომელსაც BonniE-s ეძახიან. ისიც14-ისაა.. ისიც წერს სიმღერებს და ჩემნაირი გადამკვდარი როკერია! :D






   ჩვენზე ლაპარაკით თავს არ შეგაწყენთ... იმედი მაქვს მოგეწონებათ ჩვენი ბლოგი და არ განგვსჯით ძალიან მკაცრად.. მაინც დამწყებები ვართ! : D