Friday, April 27, 2012

ორმაგი "მე" 11(end)

ტრაგედია, რომელმაც მსოფლიო შეძრა...
ორმაგი "მე"-ს დასკვნა : )
(40 წლის შემდეგ)

"6.06.52 ჰაი დღიური!.. შენ დედაჩემის საუკეთესო მეგობარი იყავი დიკოს შემდეგ.. დედა 20 წლის წინ, კატასტრიფისას გარდაიცვალა..ეს დღიური, მის დამალულ ნივთებში, ბანკის სეიფში ვიპოვე.. მხოლოდ 20 წლის შემმდეგ მომცეს უფლება ამეღო დედას ე.წ. "გადამალული" ნივთები...იქ ძვირფასი ნივთები არ ყოფილა, უბრალოდ მისი უსაყვარლესი ნივთები იყო შენახული. რამდენიმე ფოტო ალბომი, 4 დღიური, მისი მწვანედ შეღებილი თმის კულული და ასეთი, უბრალო ნივთები...თავი რატომღაც ვალდებულად ჩავთვალე დამეწერა ამ დღიურის ბოლო გვერდებზე დედაჩემის აღსასრულის ბოლო დღეები... ყველაფერი კი ასე დაიწყო:
დედა იმაზე პოპულარული გახდა ვიდრე იყო... მე, დედა, მამა, ჯგუფის ყველა წევრი და მათი ოჯახებიც ამერიკაში გადავსახლდით.. ასევე დედას და მამას მშობლები, ბიძაჩემი (დედას ძმა) და მამიდაჩემიც.. 20 წელი რასაც ქვია ბედნიერად ვცხოვრობდით: ჯგუფი მსოფლიო ვარსკვლავი გახდა, დედას და მამას არც ერთხელ აღარ უჩხუბიათ.. მეტიც!..არც კი უკამათიათ!.. პაპარაცები არც ისე მაგრად გვაწუხებდნენ, როგორც სხვა ვარსკვლავურ ოჯახებს..  ჩვენთვის ჩვეულებრივი ოჯახივით ვცხოვრობდით... 20 მაისს დედამ კონტრაქტი გაუფორმა იტალიას, რის მიხედვითაც მთელი ბენდი იტალიაში უნდა გადასულიყო 2 კვირით... მამამ კი- 2 კვირიანი კონტრაქტი საბერძნეთთან გააფორმა.. გადავწყვიტეთ, რომ პირველი პირველი კვირა საბერძნეთში ვიქნებოდი, მეორე კვირა კი იტალიაში.. მე და მამამ დედა და დანარჩენი ბენდი გავაცილეთ 26-ში, რადგან ჩვენს რეისებს შორის 2 საათი იყო შუალედი... გაფრინდნენ.. ორ საათში ჩვენც გავფრინდით... აეროპორტიდან გასვლისთანავე მამას დაურეკეს და უთხრეს, რომ თვითმფრინავი, რომელშიც დედა იყო ჩამოვარდა... ჯგუფის ყველა წევრი გადარჩა დედას გარდა, რადგან ბორტგამცილებელთან კითხვა ჰქონდა და თვითმფრინავის "კუდში" იყო...  ასე გადარჩნენ ბენდის სხვა წევრები.. ამ დროს მე ცხრამეტი წლის ვიყავი...მამა დედას სიკვდილი ვერ გადაიტანა! მე ამერიკაში ჩამომიყვანა, ბებიასთან და ბაბუაშთან დამტოვა თვითონ კი- სადრაც გავარდა... ძალიან შემეშინდა რამე სისულელე არ გაეკეთებინა...მე ემოციების მოთოკვა დედასგან გადმომეცა მემკვიდრეობით, მამა კი ხანდახან ძალიან დაუფიქრებელი ხდება... ჩუმად უკან გავყევი.. მამამ მანქანა სადღაც, შუა ქუჩაში გააჩერა და იქვე მიატოვა...შიგნით კი - წერილი დამიტოვა:


"ჭკვიანად მოიქეცი!.. შენც სისულელე არ გააკეთო!..შენ ახალგაზრდა ხარ და მთელი ცხოვრება ქინ გაქვს!
                                                                                     მიყვარხარ! მამა!


ამ წერილის წაკითხვის მერე მივხვდი, რომ თავის მოკვლას აპირებდა, მაგრამ ვეღარსად ვიპოვე...მეორე დღეს მისი ცხედარი, რომელიღაც მდინარის სანაპიროზე იპოვეს!ძალიან მიჭირდა! ჯერ ჩემი კუმირი - დედა დავკარგე, შემდეგ კი დარჩენილი ერთადერთი მანუგეშებელი - მამა! თავის მოკვლა მეც მინდოდა, მაგრამ მშიშარა აღმოვჩნდი და სასხლეტს ხელი ვერ გამოვკარი, ვერც ხიდიდან გადავხტი და ვერც ნარკოტიკის გაკეთება ვერ გავბედე!  4 წელი დეპრესიაში ვიყავი.. 4 წლის შემდეგ კი ლუკას შევხვდი... მე მშობლების კვალს გავყევი და გიტარისტი ვარ.. ლუკა - დრამერია... გაცნობიდან 2 წლისთავზე ხელი მთხოვა, მეც დავთანხმდი, რადგან ძალიან მიყვარდა!  ეხლა პატარა შვილი მერი მყავს (ჩემთვის პატარა თორე ისე 14-ისაა : დ) ლუკა სახელზე არ გაბრაზებულა, პირიქით ეს სახელი ძალიან მოსწონს... ახლა 2052-ი წლის 6 ივნისია.. არ ვიცი დამთხვევაა თუ რა, მაგრამ მერისაც დედასავით 3 დღის წინ. 3 ივნისს ჰქონდა დაბ. დღე. ეს დღიურის უკანასკნელი გვერდია. ჩავთვალე, რომეს აქ უნდა ყოფილიყო ჩაწერილი!
                                                                                               მაკო! "
- დე ოთხივე დღიური წავიკითხე და ერთი დასკვნა გამოვიტანე!
- რა დასკვნა?
- ბებიას და ბაბუას სიყვარულს სიკვდილმაც კი ვერაფერი დააკლო!
დედამ ჩაიცინა.
- ვერც ვერაფერს დააკლებდა!
- ვერც შენი და მამას სიყვარულს ვერ დააკლებს? :დ
- ვერა! ასეთი დიდი სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის და ხელიდან არ უნდა გაუშვა...
- მეც მინდა ისე მიყვარდეს როგორც JiJi-ს უყვარდა  DaTo!
- აუცილებლად გეყვარება!
მართლა?
- კი მართლა : )
- და შენი აზრით ჩემს სიყვარულსაც ასეთი ტრაგიკული დასასრული ექნება? მე ხომ ბებიას ასლი ვარ!
- აშკარად ბებიაშენის ასლი ხარ, მაგრამ არა მგონია, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს ესეთი ბოლო არ ექნება : )
- თან იმასაც დათო ქვია! ბებიამაც ჩემს ასაკში არ გაიცნო დათო?!
-  კი ისიც 14-ის იყო პირველად რო ნახა!... ასე ძაან გიყვარს?
- ყველაზე მეტად!
 დედას გაეცინა და აღარაფერი უპასუხია..
   არ ვიცი ესეც უბრალო დამთხვევაა თუ არა მაგრამ ბებიას და ბაბუას სიყვარულის ისტორია მეორდება! მეც და დათოც გიტარისტები ვართ... დათო სოლო კარიერას იკეთებს, მე კი- ჯგუფი მყავს. არ ვიცი ჩვენი ისტორეიაც ესე ტრაგიკუნად დასრულდება თუ არა, მაგრამ ვიცი ერთი - დათო ჩემი ცხოვრების აზრია!

No comments:

Post a Comment